საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

17 იანვარი, 2020

 

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 17 იანვრის #3/5 გადაწყვეტილებით დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „არზუ-გაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე – კომისიის სამართლებრივი აქტის – კომისიის გადაწყვეტილების გამოსაცემად.   

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და 29-ე მუხლები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106¹, 106² და 1065 მუხლების.

კომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 3 აპრილი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 14 თებერვლის 15:00 საათი.

19.03.2020 #28/7 გადაწყბეტილებით ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაიზარდა და გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბერი

22.07.2020 #50/8 გადაწყვეტილებით აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 19 აგვისტო, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად - 2020 წლის 1 დეკემბერი

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 2420180, ფაქსი: 032 242 01 60

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.