საჯარო ადმნისტრაციული წარმოება

22 იანვარი, 2020

27.05.2020 #22 დადგენილებით დასრულდა 

ცნობა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2020 წლის 22 იანვრის №4/2 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 23-ე და 29-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 1065 მუხლები და 177–ე მუხლის მე-4 ნაწილი.

„ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 19 თებერვლის 17:00 საათი, ხოლო კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 22 აპრილი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60.

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

2020 წლის 15 აპრილის #32/2 გადაწყვეტილებით აქტს გამოცემის ვადა გაგრძელდა 2020 წლის 15 ივლისამდე

იხილეთ დადგენილების პროექტი