საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

12 მარტი, 2020

ცნობა 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 მარტის #25/15 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვაკეს“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე – კომისიის სამართლებრივი აქტის – კომისიის გადაწყვეტილების გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და 29-ე მუხლები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106¹, 106² და 1065 მუხლები.

კომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 მაისი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 8 აპრილი.

14.05.2020 #36/3 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა და კომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბერი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის12 ივნისი

22.07.2020 #50/7 გადაწყვეტილებით აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 19 აგვისტო, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად - 2020 წლის 1 დეკემბერი

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 2420180, ფაქსი: 032 242 01 60

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.