ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

8 აპრილი, 2020

14.05.2020 #17 დადგენილებით დასრულდა

ცნობა

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, 2020 წლის 8 აპრილის №31/6 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად (შპს „ყამარი მ“-ისთვის ნორმატიული დანაკარგების დადგენის მიზნით).

კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 11 მაისი, 18:00 საათი, მისამართი: თბილისი, ად.მიცკევიჩის 19. ელ. ფოსტა: mail@gnerc.org 

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი