საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

1 აპრილი, 2021

 28.04.2021 #19/1 გადაწყვეტილებით დასრულდა

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2021 წლის 1 აპრილის #14/4 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული  წარმოება სს „თელასზე“ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის გაცემის თაობაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლები, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 106მუხლები და 177–ე მუხლები.

კომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 29 მაისი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 22 აპრილი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60.

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.