საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

15 აპრილი, 2021

3.06.2021 #12 დადგენილებით დასრულდა

ცნობა

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062 და 1065 და 177-ე მუხლების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის 15 აპრილის საჯარო სხდომაზე #17/10 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 18  ივნისი. ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 27 მაისის 18:00 საათი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი