საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

15 აპრილი, 2021

ცნობა

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12, მე-13 და 29-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-13 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, მე-100, 103-ე, 115-ე, 116-ე, 118-ე და 177-ე მუხლების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის 15 აპრილის საჯარო სხდომაზე #17/11 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გოგოჭური და კომპანიის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

შპს „გოგოჭური და კომპანიის“ სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ადმინისტრაციული წარმოების კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა გაგრძელდა ორი თვით. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 12 ივლისი, ხოლო მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2021 წლის 14 მაისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.