საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

22 აპრილი, 2021

13.05.2021 #20/1 გადაწყვეტილებით დასრულდა

ცნობა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2021 წლის 22 აპრილის #18/21 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული  წარმოება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიის გაცემის თაობაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლები, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 106მუხლები და 177–ე მუხლები.

კომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 13 მაისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org 

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.