საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

22 აპრილი, 2021

10.06.2021 #14 დადგენილებით დასრულდა

ცნობა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2021 წლის 22 აპრილის #18/22 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული  წარმოება „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ ნერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლები, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 106მუხლები და 177–ე მუხლები.

კომისიის დადგენილების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 25 მაისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org 

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი