საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

22 აპრილი, 2021

ცნობა

„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლში მოცემული ცხრილიდან შემდეგი საწარმოების ამოღების მიზნით: შპს „არზუ გაზი“, შპს „ვაკე“, შპს „ტაბა“ და შპს „ჩირაღდანი - XXI საუკუნე“. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 1065 და 177–ე მუხლების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2021 წლის 22 აპრილს №18/20 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივლისი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 3 ივნისი, 18:00 საათი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194  ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის  ქ. № 19,  ტელ.: 032 242 01 80,  ფაქსი: 032 242 01 60  ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი