საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

28 აპრილი, 2021

20.05.2021 #22/2 გადაწყვეტილებით დასრულდა

ცნობა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2021 წლის  28 აპრილის 19/7 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული  წარმოება სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციაზე“ გეცემულ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლები, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 106მუხლები და 177–ე მუხლები.

ომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 16 ივნისი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 19 მაისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60  ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org   

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.