საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

28 მაისი, 2021

28.06.2021 #23 დადგენილებით დასრულდა

ცნობა

შპს „გასკო+“-ისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის შესაძლო კორექტირების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2021 წლის 28 მაისის №24/2 გადაწყვეტილების თანახმად, დაიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

კომისიის დადგენილების გამოცემის ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 2021 წლის 21 ნოემბერი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2021 წლის 25 ივნისი, 18:00 სთ.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194  ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის  ქ. № 19,  ტელ.: 032 242 01 80,  ფაქსი: 032 242 01 60, ან ელ. ფოსტა: mail@gnerc.org 

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი