საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

3 ივნისი, 2021

24.06.2021 28/1 გადაწყვეტლებით დასრულდა

ცნობა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2021 წლის 3 ივნისის #25/16  გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ გაცემულ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლები, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 106მუხლები და 177–ე მუხლები.

კომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ივლისი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 24 ივნისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60, ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org 

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.