საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

10 ივნისი, 2021

ც ნ ო ბ ა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2021 წლის 10 ივნისის №26/5 გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საჩხერის წყალკანალზე“ წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. 

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 23-ე, და 29-ე მუხლები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-10 მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106¹, 106² და 1065 მუხლები. 

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „საჩხერის წყალკანალზე“ წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემის თაობაზე პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 8 ივლისი, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 6 აგვისტო

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60 ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

12.08.2021 #37/18 გადაწყვეტილებით აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბერი