საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
კომისიის 30.08.2023 N39 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის 20 ივლისის N38/32 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების გამოსაცემად.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061 და 1062, აგრეთვე „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლები.
კომისიის 2023 წლის 20 ივლისის #38/32 გადაწყვეტილების თანახმად, „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 17 აგვისტო, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19. ტელ: 032 242 01 80; ფაქსი: 032 242 01 60 ელ. ფოსტა: mail@gnerc.org
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.