საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
კომისიის 7.12.2023 N51 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატი, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასურის დადგენის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2023 წლის 3 აგვისტოს №40/23 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.
კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბერი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 1 სექტემბერი, 18:00 საათი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60; ელექტრონული ფოსტა: mail@gnerc.org
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.