საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
კომისიის 2023 30 ნოემბრის N50 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062 და 1065 მუხლების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს N41/23 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბერი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 27 სექტემბერი, 18:00 საათი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60 ელ. ფოსტა: mail@gnerc.org
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.