საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

30 აგვისტო, 2023

28.09.2023 N42 დადგენილებით დასრულდა

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №41/28 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი და 151 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 1065 მუხლები და 177–ე მუხლის მე-4 ნაწილი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტი ითვალისწინებს ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-4, მე-6 და მე-7 მუხლების მოდიფიცირებას და ახლებური რედაქციით ჩამოყალიბებას, რომელიც შეეხება საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს და გამომდინარეობს საკონკურსო კომისიის პროცედურული საქმიანობის გამარტივებისა და კომისიის აპარატში ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის პროცესის უფრო მეტად ქმედითი ორგანიზაციული უზრუნველყოფის საჭიროებიდან.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 27 სექტემბერი, 18.00 საათი, ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად – 2023 წლის 6 ოქტომბერი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60 ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org 

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი