საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
კომისიის 2024 25 აპრილის N6 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის 14 სექტემბერი N44/25 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების გამოსაცემად.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლები, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 177-ე მუხლები.
კომისიის 2023 წლის 14 სექტემბერი #44/25 გადაწყვეტილების თანახმად, „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 12 ოქტომბერი, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 დეკემბერი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19. ტელ: 032 242 01 80; ფაქსი: 032 242 01 60 ელ. ფოსტა: mail@gnerc.org
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
კომისიის 30.11.2023 N56/23 გადაწყვეტილებით დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 მაისი