საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

14 სექტემბერი, 2023

კომისიის 21.12.2023 N59 დადგენილებით დასრულდა

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის  №44/26 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების გამოსაცემად.

დადგენილების გამოცემის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 29 დეკემბერი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად  - 2023 წლის 12 ოქტომბრის 18:00 საათი. 

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19. ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60 ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org 

დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი