საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
კომისიის 15.11.2023 N45 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2023 წლის 21 სექტემბრის N45/23 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად (საკითხი ეხება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშებას).
აქტის გამოსაცემად. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 23-ე, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 168-ე მუხლები, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 1065 მუხლები და 177–ე მუხლები.
კომისიის დადგენილების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 დეკემბერი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 19 ოქტომბერი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60 ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org
დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.