საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

1 მაისი, 2025

კომისიის 3.07.2025 N25 დადგენილებით დასრულდა

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2025 წლის 1 მაისის №16/28 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი და 151 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილი, 1061, 1062, 1065 მუხლები, 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, 177–ე მუხლის მე-4 ნაწილი და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის პროექტი ითვალისწინებს ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულთან და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული მუხლების მოდიფიცირებას და ახლებური რედაქციით ჩამოყალიბებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2025 წლის 3 ივნისი 18:00 საათი, ხოლო კომისიის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად 2025 წლის 3 ივლისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org 

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხიილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი