საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

15 მაისი, 2025

 ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2025 წლის 15 მაისის N18/20 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, 29-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 1061, 1062, 1064, 1065 მუხლები და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18/20 გადაწყვეტილების თანახმად, „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2025 წლის 16 ივნისი, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19. ტელ: 032 242 01 80; ელ. ფოსტა: mail@gnerc.org

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი