საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
27.06.2025 N24 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 19 ივნისის №23/29 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების გამოსაცემად.
დადგენილების გამოცემის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 30 ივლისი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად - 2025 წლის 18 ივლისი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19. ტელ.: 032 242 01 80 ან ელექტრონული ფოსტით: mail@gnerc.org.
დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს ვინაობა.