საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

15 იანვარი, 2026

25.06.2026 N23 დადგენილებით დასრულდა

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2026 წლის 15 იანვრის №1/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების გამოსაცემად..

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლები, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 1061 და 1062  და 177-ე მუხლები.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 15 იანვრის №1/23 გადაწყვეტილების თანახმად,  დადგენილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 13 თებერვალი, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივნისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა.მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80; ელექტრონული ფოსტა: mail@gnerc.org  

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი