საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
18.06.2026 N16 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 1061, 1062, 1065 მუხლებისა და 177‑ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2026 წლის 22 იანვრის საჯარო სხდომაზე №2/28 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2026 წლის 19 თებერვალი, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად - 2026 წლის 1 ივლისი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019