საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
ცნობა
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჰ23“ ქვეპუნქტის, 23-ე და 29-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061, 1062, 1065 მუხლებისა და 177–ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2026 წლის 19 თებერვლის სხდომაზე N6/34 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2026 წლის 1 ივლისი, ხოლო მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2026 წლის 20 მარტი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
კომისიის 2026 წლის 25 ივნისის N38/38 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2027 წლის 1 იანვარი.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019