საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
8.05.2026 N26/1 გადაწყვეტილებით დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „საქორგგაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად
ცნობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2026 წლის 19 მარტს N11/17 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „საქორგგაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12, მე-13, მე-16 და 29-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-10 და მე-13 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, მე-100, 103-ე, 115-ე, 116-ე, 118-ე და 177-ე მუხლები.
კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2026 წლის 10 მაისი, ხოლო მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად - 2026 წლის 8 აპრილი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ელექტრონული ფოსტა: mail@gnerc.org
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019