საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
18.06.2026 N21 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი, სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების დადგენის მიზნით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 1061, 1062, 1065, 177–ე მუხლების და კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მე-3 და მე-15 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2026 წლის 23 აპრილის №21/23 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.
კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 22 მაისი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80; ელექტრონული ფოსტა: mail@gnerc.org.
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019