საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
30.07.2026 N26 დადგენილებით დასრულდა
ცნობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2026 წლის 30 აპრილის №23/13 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების გამოსაცემად.
კომისიის 2026 წლის 30 აპრილის №23/13 გადაწყვეტილების თანახმად, „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1 ივნისი, ხოლო დადგენილებების გამოცემის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ოქტომბერი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19. ტელ: 032 242 01 80; ელ. ფოსტა: mail@gnerc.org
დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019