საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

14 ნოემბერი, 2019

22.04.2020 #11 დადგენილებით დასრულდა 

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 2019 წლის 14 ნოემბრის  #91/15 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ "ქსელის წესებში" ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

ქსელის წესებში ცვლილება უკავშირდება გადამცემ ქსელზე მიერთების მოდიფიკაციისა და მიერთების აღდგენის საკითხებს.

დადგენილების პროექტზე მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 13 დეკემბერი, ხოლო "ქსელის წესებში" ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის კომისიის დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის პირველი მაისი

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19. ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60.

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ განმარტებითი ბარათი საჯარო წარმოების დაწყების შესახებ

იხილეთ დადგენილების პროექტი