კომისიის სხდომის დღის წესრიგი

27 მარტი, 2020
12:00 სთ
30/1
„გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე“.
წარადგენს: ანა ნებიერიძე,
30/2
„ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
წარადგენს: ნიკოლოზ სუმბაძე,
30/3
„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 17 იანვრის № 3/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ."
წარადგენს: ირაკლი გორდულაძე,
30/4
„სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორების ლიცენზიატი საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის 2020 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის №108/8 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ."
წარადგენს: ლია გვაზავა,
30/5
“წყალმომარაგების ლიცენზიატთათვის საკვანძო მაჩვენებლების ქვედა ზღვრის, არსებული დონისა და სამიზნე ნიშნულის დამტკიცების თაობაზე”.
წარადგენს: გივი ნადირაძე,
30/6
,,წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (შპს ,,სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე“ კუთვნილი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის თაობაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოთხოვნის განხილვის შესახებ“.
წარადგენს: გიორგი დიდებაშვილი,
30/7
,,წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (შპს ,,მასტერ ოქეის“ კუთვნილი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის თაობაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოთხოვნის განხილვის შესახებ“.
წარადგენს: გიორგი დიდებაშვილი,
30/8
„ახალი მომხმარებლის (ვალერიან სოფრომაძის კუთვნილი ობიექტი) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის თაობაზე შპს „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნის განხილვის შესახებ“.
წარადგენს: თამარ პარუნაშვილი,
30/9
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (შპს „გამა“-სთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით)
წარადგენს: ნინო ქაშიბაძე,
30/10
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (შპს „დი-ვი-ეს“-ისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით).
წარადგენს: ლანა სულაკაძე,
30/11
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
წარადგენს: ანა ნებიერიძე,
30/12
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განსახილველ ზოგიერთ განცხადებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ“.
წარადგენს: თამთა ბახტაძე,