კომისიის სხდომის დღის წესრიგი

6 აგვისტო, 2020
12.00 სთ
53/1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა (შპს „ინტერ გაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით) (გადმოტანილია კომისიის 2020 წლის 23 ივლისის სხდომიდან)
წარადგენს: ნინო ქაშიბაძე, ქრისტინე გურეშიძე,
53/2
ზეპირი მოსმენა „არაგაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 30 აგვისტოს №68/16 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
წარადგენს: სოფიო ხოზრევანიძე,
53/3
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განსახილველ ზოგიერთ განცხადებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ“
წარადგენს: თამთა ბახტაძე,
53/4
მომსახურების ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“
წარადგენს: ვანო მეჭურჭლიშვილი,
53/5
„შპს „საგარეჯო“-ზე წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
წარადგენს: თეიმურაზ ლოჩოშვილი,