კომისიის სხდომის დღის წესრიგი
28 აპრილი, 2021
12:00 სთ
19/1
სს „თელასზე“ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის გაცემის შესახებ.
წარადგენს: ზოია გურიელიძე,
19/2
„ელექტროენერგეტიკის სექტორში საჯარო მომსახურების სახით გაწეული საქმიანობების ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.“
წარადგენს: გიორგი ქელბაქიანი, ლია გვაზავა, გოჩა ჩიტიძე,
19/3
„ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
წარადგენს: ლევან ენუქიძე,
19/4
„ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაანგარიშების მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
წარადგენს: ლევან ენუქიძე,
19/5
„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფის გაანგარიშების მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
წარადგენს: ლევან ენუქიძე,
19/6
„ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის გაანგარიშების მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
წარადგენს: ლევან ენუქიძე,
19/7
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
წარადგენს: ელეონორა ლაგვილავა,
19/8
ზეპირი მოსმენა შპს „ენკა რინიუებლზსა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის არსებული დავის შესახებ. (გადმოტანილია 25.02.21; 4.03.21;18.03.21; 25.03.21;1 04.21, 8 04.21 და 15.04.21 სხდომებიდან)
წარადგენს: ზვიად გაჩეჩილაძე,
19/9
,,შპს ,,გოგა“-სა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის არსებული დავის შესახებ“ (ახალი მომხმარებელი).
წარადგენს: გიორგი დიდებაშვილი,
19/10
„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (შპს ,,ვი.ვი.ენ კომპანის“ კუთვნილი ობიექტის) მიერთების ვადის გადაცილების გამო დარიცხული კომპენსაციის გაუქმების თაობაზე სს „თელასის“ მოთხოვნის განხილვის შესახებ“
წარადგენს: ნინო შენგელია,
19/11
,,მომსახურების ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 6 აგვისტოს N53/3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარადგენს: გიორგი წერეთელი,
19/12
„ქ. ტყიბულში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემების მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის №95/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე.
წარადგენს: თეიმურაზ ლოჩოშვილი,
19/13
სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციაზე“ გეცემულ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ."
წარადგენს: ზოია გურიელიძე,
19/14
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
წარადგენს: ლევან ენუქიძე,
19/15
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შემოსულ ზოგიერთ წერილზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ“.
წარადგენს: გიორგი დიდებაშვილი,