კომისიის სხდომის დღის წესრიგი
12 იანვარი, 2023
12:00 სთ
1/1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის“ საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის დადგენა)
წარადგენს: ლანა სულაკაძე,
1/2
ზეპირი მოსმენა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
წარადგენს: მაია ბრეგვაძე,
1/3
ზეპირი მოსმენა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის თაობაზე შპს „დი-ვი-ეს“-ის მოთხოვნის განხილვის შესახებ."
წარადგენს: მაია ბრეგვაძე,
1/4
,,ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტების (მესტიის მუნიციპალიტეტი) მიერთების/სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფის პერიოდის - ვადების გაზრდის თაობაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნის განხილვის შესახებ“.
წარადგენს: გიორგი დიდებაშვილი,
1/5
,,წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (მალხაზ ფალიანის კუთვნილი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის თაობაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოთხოვნის განხილვის შესახებ“.
წარადგენს: გიორგი დიდებაშვილი,
1/6
„გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 16 ივლისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - დადგენილების გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“.
წარადგენს: ანა ნებიერიძე,
1/7
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის კორექტირების მიზნით)
წარადგენს: ლია გვაზავა,
1/8
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შემოსულ ზოგიერთ წერილზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ“.
წარადგენს: გიორგი დიდებაშვილი,