კომისიის სხდომის დღის წესრიგი
25 მაისი, 2023
11:00 სთ
23/1
,,ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (სს „ნიკორა ტრეიდის“ კუთვნილი ობიექტის) მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის - ვადის გაზრდის თაობაზე სს „თელასის“ მოთხოვნის განხილვის შესახებ“. (გადმოტანილია 15.05.2023 სხდომიდან)
წარადგენს: ლალი სელემაშვილი,
23/2
,,მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 30 ივნისის #31/20 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
წარადგენს: გიორგი წერეთელი,
23/3
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისიის 2022 წლის 31 მარტის №14/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარადგენს: გიორგი წერეთელი,
23/4
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შესატანად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ."
წარადგენს: გივი ადამია,
23/5
სს „საქორგგაზ“-ზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ."
წარადგენს: მაია ბრეგვაძე,
23/6
შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
წარადგენს: მაია ბრეგვაძე,
23/7
შპს „დიდ დიღომზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიიის გაცემის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ."
წარადგენს: მაია ბრეგვაძე,
23/8
შპს „მამედზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიიის გაცემის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ."
წარადგენს: მაია ბრეგვაძე,
23/9
„შპს „მამედის“ მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 21 აპრილის №19/13 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე."
წარადგენს: მაია ბრეგვაძე,
23/10
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განსახილველ ზოგიერთ წერილზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ“.
წარადგენს: თათია ფირაშვილი,