ბაზრის მონიტორინგი
"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ახორციელებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების საქმიანობის რეგულირებას და ზედამხედველობას. კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი უფლებამოსილების ფარგლებში არეგულირებს და ზედამხედველობს:
- ენერგეტიკულ ბაზრებზე განხორციელებულ საქმიანობებს;
- ენერგეტიკული ბაზრების გახსნის დონესა და ეფექტიანობას, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ კონკურენციას, მათ შორის, კონკურენციის დარღვევის ან აკრძალვის ნებისმიერ შემთხვევას;
- ენერგეტიკული ბაზრების გამჭვირვალობის, მათ შორის, საბითუმო და საცალო ფასების გამჭვირვალობის დონეს და უზრუნველყოფს ენერგეტიკული საწარმოების მიერ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას;
- ენერგეტიკულ ბაზრებზე შემზღუდველ სახელშეკრულებო პრაქტიკას.
კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე აქვეყნებს ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშს, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად მოიცავს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის, ფუნქციონირებისა და ორგანიზების დეტალურ მიმოხილვას, ბაზრის მონაწილეების საქმიანობისა და საბაზრო ფასების ანალიზს, რეგულირებული ტარიფების გამოყენებას, საბოლოო მომხმარებლისთვის არსებულ ფასებს და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების არსებულ ტენდენციებს.