• მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
  • ბმულები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • კონტაქტი
Eng
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია
Eng
ISO 9001:2015
ქოლცენტრი 16 216
  • მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა

REMIT

კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება​

  • მთავარი >
  • ბაზრის მონიტორინგი >
  • კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება​ >
  • თანამშრომლობის პროგრ​ამა
    • დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
    • კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება
    • კონცენტრაციის კონტროლი
    • თანამშრომლობის პროგრ​ამა

    თანამშრომლობის პროგრამის არსი

    თანამშრომლობის პროგრამა არის, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების დადების, გადაწყვეტილების მიღების ან შეთანხმებული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, დამრღვევის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სპეციალური წესი.

    თანამშრომლობის პროგრამა ასევე ვრცელდება ბაზარზე მანიპულაციის და ბაზარზე მანიპულაციის მცდელობისას შესაბამისი პირების კოორდინირებულ ქმედებებზე.

    რა პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო თანამშრომლობის პროგრამით სარგებლობისთვის?

    თანამშროლობის პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია საწარმომ:

    ა) წერილობით აღიაროს შესაბამის ქმედებაში მონაწილეობა;

    ბ) კომისიას წერილობით წარუდგინოს ქმედებასთან დაკავშირებით არსებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მტკიცებულება, მანამ, სანამ ეს ინფორმაცია კომისიისთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

    გ) უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლოს კომისიასთან საკითხის შესწავლის პროცესში;

    დ) შეწყვეტოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია მიიჩნევს, რომ პირის მიერ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლას ხელს შეუწყობს;

    ე) არ გაანადგუროს საკითხის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები;

    ვ) არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

    თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათები

    თანამშრომლობის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის შეღავათებს:

    ა) პირველი კატეგორია – ჯარიმისგან 50%-დან 100%-მდე ოდენობით გათავისუფლება;

    ბ) მეორე კატეგორია – ჯარიმისგან 20%-დან 50%-მდე ოდენობით გათავისუფლება;

    გ) მესამე კატეგორია – ჯარიმისგან 20%-მდე ოდენობით გათავისუფლება.

    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • მედია
    • კანონმდებლობა
    • ენერგოომბუდსმენი
    • ვაკანსია
    • მომხმარებლის პორტალი
    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
    მარეგულირებელი ეროვნული კომისია
    ქოლცენტრი 16 216
    სწრაფი წვდომა
    • მთავარი
    • ბმულები
    • ხშირად დასმული კითხვები
    • კონტაქტი
    კონტაქტი
    • თბილისი 0194, მიცკევიჩის 19
    • + 995 32 2420180
    • mail@gnerc.org
    • http://gnerc.org
    ვებსაიტის ინგლისური ვერსია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
    GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019