სადეზინფენქციო სამუშაოები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ მიმართული სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად ტარდება. კომისიის შენობაში დამონტაჟებულია ხელის სადეზინფექციო ხსნარების დისპანსერები და დეზო ბარიერი, ყოველდღიურად მიმდინარეობს შენობის სრული დეზინფექცია.
ამასთანავე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კომისია მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, კანონმდებლობის (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) შესაბამისად, ადგილზე ვიზიტის გარეშე შეუძლიათ გააგზავნონ კომისიაში განცხადება/საჩივარი ფოსტით ან ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mail@gnerc.org
მოქალაქეებს კომისიასთან დაკავშირება შეუძლიათ ქოლ-ცენტრის ნომერზე - 16 216, რომელზეც ზარის განხორციელება უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. გარდა ამისა, როგორც კონსულტაციების გავლა, ასევე კომისიაში განცხადება/საჩივრის გაგზავნა შესაძლებელია კომისიის Facebook გვერდის საშუალებით https://www.facebook.com/GNERC/
რაც შეეხება მოქალაქეებს, რომელთა საჩივრებიც განიხილება საჯარო სხდომაზე, მათი კომისიაში გამოცხადება რეკომენდირებულია სამედიცინო ნიღბის გამოყენებით. აქვე, კომისია მიმართავს თხოვნით მოქალაქეებს, პირადი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რაციონალური ღონისძიებების გაძლიერების ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით, თავი შეიკავონ კომისიის საჯარო სხდომაზე დასწრებისგან. კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს დაინტერესებულ პირთა სხდომაზე დასწრების გარეშე.
საჯარო სხდომებზე განხილული სხვადასხვა საკითხის შესახებ კომისია ინტენსიურ რეჟიმში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციებს როგორც კომისიის ვებ გვერდისა (www.gnerc.org) და სოციალური ქსელის, ასევე მედიის საშუალებითაც.