ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

11.02.2019 რელიზი

11 თებერვალი, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომებზე მომხმარებელთა საჩივრები განიხილა, რომელთა უმრავლესობა შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. სულ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 34.985 ლარი შეადგინა.

საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა.