ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

31.10.2017 რელიზი - სს „ხრამჰესი 1“ და სს „ხრამჰესი 2“

31 ოქტომბერი, 2017

 

სს „ხრამჰესი 1“-სა და სს „ხრამჰესი 2“-ს ახალი ტარიფები დაუდგინდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 31 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე სს „ხრამჰესი 1“-სთვის და სს „ხრამჰესი 2“-სთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებისა და შპს „არზუ გაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფის დადგენის შესახებ იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „ხრამჰესი 1“-სთვის დადგენილი ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:

2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 9.781 თეთრი/კვტსთ;

2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 9.147 თეთრი/კვტსთ;

2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით  - 2.300 თეთრი/კვტსთ.

სს „ხრამჰესი 2“-სთვის დადგენილი ტარიფია:

2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 11.248 თეთრი/კვტსთ;

2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 10.614 თეთრი/კვტსთ;

2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 3.767 თეთრი/კვტსთ;

2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 3.500 თეთრი/კვტსთ.

 მიმდინარე წლის 13 ივნისს სს „ხრამჰესი 1“-ისა და სს „ხრამჰესი 2“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა სატარიფო განაცხადები ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მოთხოვნით. მიმდინარე წლის 30 ივნისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები აღნიშნულ საკითხებზე კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 ივლისი, ხოლო აქტების - კომისიის დადგენილებების გამოცემის ბოლო ვადად - 2017 წლის 19 ნოემბერი.  

სს „ხრამჰესი 1“-და და სს „ხრამჰესი 2“-ის ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილების მე-17 მუხლი. 2011 წელს დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სს „ხრამჰესი 1“-სა და სს „ხრამჰესი 2“-სთვის დადგენილი იქნა გრძელვადიანი ტარიფები 2025 წლამდე.