დერეგულირებული (13 მგვტ-ზე მეტი სიმძლ.) ელექტროსადგურები

საქართველოს კანონის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ 493 მუხლის თანახმად 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური დერეგულირებულია, გარდა იმ თბოელექტროსადგურისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ.

დერეგულირებული ელექტროსადგურებზე, რომელთა საპროექტო სიმძლავრე აღემატება 13 მგვტ-ს, კომისია გასცემს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიას, თუმცა აღნიშნულ ელექტროსადგურები საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე  საქმიანობენ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის გარეშე.