სს "თელასის" და შპს "თელმიკოს" შემოწმება
ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ!
თუ 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. უმოქმედო ფართებში (სადაც არავინ ცხოვრობს) დაგერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული საინფორმაციო ველები:
წინამდებარე ფორმის შევსებით, თანხმობას ვაცხადებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია, მისამართი: თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. N19/ჯ. ბაგრატიონის ქ. N4) მიერ ჩემი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე.
პერსონალური მონაცემები კომისიის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება კომისიის მიერ თავისი მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რაც, მათ შორის, მოიცავს მომხმარებლის პრეტენზიის შესწავლას.
ვაცნობიერებ, რომ უფლება მაქვს, მივიღო ინფორმაცია ჩემ შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.