• მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
  • ხშირად დასმული კითხვები
  • კონტაქტი
Eng
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია
Eng
ISO 9001:2015
ქოლცენტრი 16 216
  • მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ელექტროენერგია

ბუნებრივი გაზი

წყალმომარაგება

ირიგაცია

  • მთავარი >
  • მომხმარებლის გვერდი >
  • ელექტროენერგია >
  • ქსელური მომსახურებები და ქსელთან მიერთებები >
  • ახალი ობიექტის მიერთება ტექნიკური პირობის საფუძველზე
    • ახალი ობიექტის მიერთება
    • ახალი ობიექტის მიერთება ტექნიკური პირობის საფუძველზე
    • სიმძლავრის გაზრდა
    • ობიექტის გაყოფა
    • ობიექტის დროებითი მიერთება
    • მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება
    • დამტენი სადგურის მიერთება
    • სარეზერვო კვება
    • ჭკვიანი მრიცხველის მოთხოვნა

    თუ თქვენი მიერთების მოთხოვნა წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს სისტემის ოპერატორსა და თქვენს შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში თქვენ თავად (ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფთ საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს.

    მიერთების პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. ტექნიკური პირობა უნდა გაიცეს ისეთი პირობით, რომ მისი შესრულება დაკავშირებული იყოს ყველაზე მცირე ხარჯებთან.

    გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

    ა) მიერთების წერტილს;

    ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს;

    გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).

    იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემულ ტექნიკურ პირობაში არსებულ მოთხოვნებს, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიმართოთ მარეგულირებელ კომისიას.

    მიუხედავად იმისა, თუ ვინ ახორციელებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოს, აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს  სისტემის ოპერატორმა შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ.

    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • მედია
    • კანონმდებლობა
    • ენერგოომბუდსმენი
    • ენერგეტიკის
      სასწავლო ცენტრი
    • მომხმარებლის პორტალი
    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
    მარეგულირებელი ეროვნული კომისია
    ქოლცენტრი 16 216
    სწრაფი წვდომა
    • მთავარი
    • ხშირად დასმული კითხვები
    • კონტაქტი
    • ვაკანსია
    კონტაქტი
    • თბილისი 0194, მიცკევიჩის 19
    • + 995 32 2420180
    • mail@gnerc.org
    • http://gnerc.org
    ვებსაიტის ინგლისური ვერსია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
    GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019