• მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
  • ბმულები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • კონტაქტი
Eng
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია
Eng
ISO 9001:2015
ქოლცენტრი 16 216
  • მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ელექტროენერგია

ბუნებრივი გაზი

წყალმომარაგება

ირიგაცია

  • მთავარი >
  • მომხმარებლის გვერდი >
  • ელექტროენერგია >
  • ქსელური მომსახურებები და ქსელთან მიერთებები >
  • ჭკვიანი მრიცხველის მოთხოვნა
    • ახალი ობიექტის მიერთება
    • ახალი ობიექტის მიერთება ტექნიკური პირობის საფუძველზე
    • სიმძლავრის გაზრდა
    • ობიექტის გაყოფა
    • ობიექტის დროებითი მიერთება
    • მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება
    • დამტენი სადგურის მიერთება
    • სარეზერვო კვება
    • ჭკვიანი მრიცხველის მოთხოვნა

    თუ თქვენ გაქვთ სურვილი თქვენ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხებოდეს მრავალფუნქციური ელექტრონული  აღრიცხვის სისტემის, ე.წ. ჭკვიანი მრიცხველის საშუალებით, მაშინ შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოთ სისტემის ოპერატორს.

    განაცხადის  წარდგენამდე  თქვენ წინასწარ უნდა გადაიხადოთ ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი (დანართით №4, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა მოგიწევთ სამუშაოს დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.

    სისტემის ოპერატორის მიერ დამონტაჟებულ მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:

    ა) ფაქტობრივი მოხმარებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება  მომხმარებლისთვის;

    ბ) გააჩნდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;

    გ) წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ საათში ერთხელ;

    დ) უზრუნველყოს ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია);

    ე) გააჩნდეს დროში დიფერენცირებული სატარიფო დარიცხვის განხორციელების შესაძლებლობა;

    ვ) გააჩნდეს დისტანციურად ელექტრომომარაგების ჩართვა-გამორთვის უნარი;

    ზ) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი;

    თ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია;

    ი) ორი მიმართულებით (გაცემისა და მიღების რეჟიმში) აღრიცხვის უნარი (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს საკუთრებაში აქვს მიკროელექტროსადგური);

    კ) შეტყობინების გაგზავნის უნარი (მათ შორის, ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვიანობის მოშლის შემთხვევაში);

    ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომისიის მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში საფასური ნახევრდება, ვადის განმეორებით გადაცილებისას - ნულდება, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი გადაცილებისათვის კომპანია ვალდებულია გადაუხადოს მიერთების მსურველს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • მედია
    • კანონმდებლობა
    • ენერგოომბუდსმენი
    • ენერგეტიკის
      სასწავლო ცენტრი
    • მომხმარებლის პორტალი
    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
    მარეგულირებელი ეროვნული კომისია
    ქოლცენტრი 16 216
    სწრაფი წვდომა
    • მთავარი
    • ბმულები
    • ხშირად დასმული კითხვები
    • კონტაქტი
    • ვაკანსია
    კონტაქტი
    • თბილისი 0194, მიცკევიჩის 19
    • + 995 32 2420180
    • mail@gnerc.org
    • http://gnerc.org
    ვებსაიტის ინგლისური ვერსია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
    GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019