• მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
  • ბმულები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • კონტაქტი
Eng
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია
Eng
ISO 9001:2015
ქოლცენტრი 16 216
  • მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ელექტროენერგია

ბუნებრივი გაზი

წყალმომარაგება

ირიგაცია

  • მთავარი >
  • მომხმარებლის გვერდი >
  • ელექტროენერგია >
  • ქსელური მომსახურებები და ქსელთან მიერთებები >
  • სიმძლავრის გაზრდა
    • ახალი ობიექტის მიერთება
    • ახალი ობიექტის მიერთება ტექნიკური პირობის საფუძველზე
    • სიმძლავრის გაზრდა
    • ობიექტის გაყოფა
    • ობიექტის დროებითი მიერთება
    • მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება
    • დამტენი სადგურის მიერთება
    • სარეზერვო კვება
    • ჭკვიანი მრიცხველის მოთხოვნა

    თუ თქვენ გსურთ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა ან უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლა (შეცვლა), ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის განაცხადით. ასევე, განაცხადით შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს.

    განაცხადის წარდგენამდე უნდა გადაიხადოთ განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა მოგიწევთ სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები არ შეთანხმდებით საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

    იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით, მასზე სისტემის ოპერატორის მიერ დადგინდება ხარვეზი.

    სისტემის ოპერატორი ვალდებულია: 

    • განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ განცხადების მიღებისთანავე, დაიწყოს მისი შესწავლა და 10 დღის ვადაში გაცნობოთ, დაკმაყოფილდება თუ არა თქვენი მოთხოვნა;
    • უარის მიღების შემთხვევაში დაგიბრუნოთ უკვე გადახდილი ახალი ობიექტის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). თქვენ უფლება გაქვთ განმეორებით მიმართოთ კომპანიას მოთხოვნით.

    კომისიის მიერ სიმძლავრის გაზრდაზე დადგენილია ერთი კონტაქტით სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების სტანდარტი. სიმძლავრის გაზრდისთვის საჭირო სამუშაოებს ახორციელებს სისტემის ოპერატორი და ამ პროცესში თქვენ მონაწილეობას არ იღებთ.

    დაუშვებელია თქვენ მიერ ობიექტზე სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. თქვენ არ ხართ ვალდებული გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს წარუდგინოთ რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა).

    ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომისიის მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში სიმძლავრის გაზრდის საფასური ნახევრდება, ვადის განმეორებით გადაცილებისას - ნულდება, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი გადაცილებისათვის კომპანია ვალდებულია გადაგიხადოთ კომპენსაცია სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%-ის ოდენობით.

    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • მედია
    • კანონმდებლობა
    • ენერგოომბუდსმენი
    • ენერგეტიკის
      სასწავლო ცენტრი
    • მომხმარებლის პორტალი
    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
    მარეგულირებელი ეროვნული კომისია
    ქოლცენტრი 16 216
    სწრაფი წვდომა
    • მთავარი
    • ბმულები
    • ხშირად დასმული კითხვები
    • კონტაქტი
    • ვაკანსია
    კონტაქტი
    • თბილისი 0194, მიცკევიჩის 19
    • + 995 32 2420180
    • mail@gnerc.org
    • http://gnerc.org
    ვებსაიტის ინგლისური ვერსია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
    GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019