უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის დროს გამოყოფილი ქონების მიერთება წარმოადგენს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევას. თქვენ შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოთ სისტემის ოპერატორს. ასევე, განაცხადით შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს
განაცხადის წარდგენამდე თქვენ უნდა გადაიხადოთ განაცხადში მითითებული გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოთ ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი უძრავი ქონების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური გამოითვლება შემდეგნაირად:
- სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ №3 დანართით გათვალისწინებული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის გადახდა მოგიწევთ, თუ:
- ადგილი აქვს 0-დან 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებას;
- 10 კვტ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ სიმძლავრით მომარაგებისთვის;
- სხვა შეთხვევაში თქვენ უნდა გადაიხადოთ „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ №2 დანართით გათვალისწინებული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით, მასზე სისტემის ოპერატორის მიერ დადგინდება ხარვეზი. ამასთან სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
- განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ განცხადების მიღებისთანავე, დაიწყოს მისი შესწავლა და 5 დღის ვადაში გაცნობოთ, დაკმაყოფილდება თუ არა თქვენი მოთხოვნა;
- უარის მიღების შემთხვევაში დაგიბრუნოთ უკვე გადახდილი მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). თქვენ უფლება გაქვთ განმეორებით მიმართოთ კომპანიას მოთხოვნით.
თქვენ არ ხართ ვალდებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს წარუდგინოთ რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა).
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში მიერთების საფასური ნახევრდება, ვადის განმეორებით გადაცილებისას - ნულდება, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი გადაცილებისათვის კომპანია ვალდებულია გადაგიხადოთ კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.







GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019