• მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
  • ბმულები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • კონტაქტი
Eng
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია
Eng
ISO 9001:2015
ქოლცენტრი 16 216
  • მომხმარებლის გვერდი
  • ტარიფები
  • სექტორების მონაწილეები
  • ბაზრის მონიტორინგი
  • კომისია
  • ინფორმაციის საჯაროობა
ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ელექტროენერგია

ბუნებრივი გაზი

წყალმომარაგება

ირიგაცია

  • მთავარი >
  • მომხმარებლის გვერდი >
  • ბუნებრივი გაზი >
  • გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
    • გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
    • ქსელზე მიერთების საფასური
    • აბონენტად რეგისტრაცია
    • დარიცხვისა და საფასურის გადახდის წესი
    • აქტის შედგენის პროცედურა
    • სიმძლავრის გაზრდა
    • ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ცენტრალური გათბობის სისტემებზე
    • ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების რეკომენდაციები

    ახალმა მომხმარებელმა, რომელსაც სურს მისი კუთვნილი უძრავი ქონების გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს.

     გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება:

    - იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება;

    - როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა;

    - იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ბუნებრივი გაზი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ბუნებრივი გაზი და არც მიუმართავს განაწილების ლიცენზიატისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).

     თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ბუნებრივი გაზით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელზე.

    ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდება უძრავი ქონების გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, თუ:

    - მოთხოვნილია დაბალი წნევის მიერთება;

    - მისაერთებელი უძრავი ქონება მდებარეობს განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში (გარდა კომისიის მიერ დამტკიცებულ „არაგაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალში“ შესული დასახლებებისა). 

    იმ შემთხვევაში, თუ მიერთებაზე ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი საფასური, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების სამუშაოები დაასრულოს კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით" განსაზღვრული პროცედურების დაცვით. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური და მიერთების ვადები განსაზღვრულია წესების №3 დანართით. ვადის დარღვევის შემთხვევაში კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესებით“ გათვალისწინებულია კომპანიის მიერ კომპენსაციის გაცემის ვალდებულება, კერძოდ კი ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება, იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება, ხოლო იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

    0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 17 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად.  მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში.

    თუ უძრავი ქონების გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე არ ვრცელდება მიერთების საფასური, მიერთების ღირებულება განისაზღვრება ლიცენზიატთან შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველს უფლება აქვს თვითონ შეასრულოს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით" განსაზღვრული პროცედურების დაცვით. შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

    ამ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული საფასურის გადახდის პირობით განახორციელოს განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები (დანართი №4). ვადის დარღვევის შემთხვევაში, კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესებით“ გათვალისწინებულია კომპანიის მიერ კომპენსაციის გაცემის ვალდებულება, კერძოდ კი ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება, ხოლო იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება. ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • მედია
    • კანონმდებლობა
    • ენერგოომბუდსმენი
    • ენერგეტიკის
      სასწავლო ცენტრი
    • მომხმარებლის პორტალი
    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
    მარეგულირებელი ეროვნული კომისია
    ქოლცენტრი 16 216
    სწრაფი წვდომა
    • მთავარი
    • ბმულები
    • ხშირად დასმული კითხვები
    • კონტაქტი
    • ვაკანსია
    კონტაქტი
    • თბილისი 0194, მიცკევიჩის 19
    • + 995 32 2420180
    • mail@gnerc.org
    • http://gnerc.org
    ვებსაიტის ინგლისური ვერსია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
    GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019