
ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ცენტრალური გათბობის სისტემებზე
(საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის გამოყვანა საერთო მოხმარებიდან *)
მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ცვლილებები განხორციელდა ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“. იხილეთ დადგენილება>>
ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული (ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა), საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც გამოყენებულ იქნება საყოფაცხოვრებო მიზნით. შედეგად, ცენტრალური გათბობის მფლობელ მოხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება ამ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის შესაბამისად.
მაგალითად: დეკემბრის თვეში ცენტრალური გათბობის სისტემის საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 11220 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო ცენტრალური გათბობის სისტემაზე დაფიქსირებული ინდივიდუალური თბური მრიცხველების მონაცემებით დადასტურდა, რომ ჯამური მოხმარების 87%-ის (9761 მ3-ის) მოხმარება განხორციელდა საყოფაცხოვრებო მიზნით. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის ლიცენზიატი საერთო მოხმარებიდან განახორციელებს საყოფაცხოვრებო წილის გამოყვანას და 9761მ3 დაერიცხება საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 1459 მ3-ს, არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.
პრაქტიკული შედარებითი მაგალითი ცენტრალური გათბობის სისტემის მიერ მოხმარებულ ბუნებრივი გაზის მოცულობასა და დარიცხულ საფასურზე:

საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა: ა) ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით; ბ) ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.
შენიშვნა: უკანასკნელი მოთხოვნა არ ვრცელდება: ა) 2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე; და ბ) იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდა 2025 წლამდე.
პრაქტიკული რეკომენდაციები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის ცენტრალური გათბობის სისტემის პროექტირებისა და თბომრიცხველების მოწყობის შესახებ იხილეთ ვრცლად>>
ცენტრალური გათბობით მოსარგებლე საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიიღებს სხვადასხვა სარგებელს:
- შემცირებული გადასახადი ბუნებრივ გაზზე (გათბობასა და ცხელ წყალზე დანახარჯების შემცირება);
- ბინაში ინდივიდუალური ქვაბის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების (ტექნიკური გაუმართაობა და სხვა) არიდება და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება;
- გათბობასა და ცხელ წყალზე განახლებადი ენერგიით (მზის, გეოთერმული, ბიო ენერგიის და სხვა) სარგებლობის შესაძლებლობა;
- ცენტრალური გათბობის სისტემის მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით სარგებლობა.
○ ასევე შესაძლებელი გახდება ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირება და კონტროლი.
ჩამოთვლილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მომხმარებლად რეგისტრაციის განაცხადით უნდა მიმართოს.

* შენიშვნა: კომისია არ არეგულირებს ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის ან ამ სისტემით მოსარგებლე პირებს შორის ურთიერთობებს.
ასევე, ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობასა და მის შემდგომ ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი!







GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019