*303# კომუნალური მომსახურება

*303# მომსახურება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ან/და კომუნალური მომსახურების კომპანიებიდან გამოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

მობილურ ტელეფონზე *303#-ის აკრეფით შეგიძლიათ:

 
  • მიიღოთ ელექტრონული ქვითარი და გადაამოწმოთ მიმდინარე ბალანსი;
  • მოითხოვოთ დარიცხვის გადამოწმება (წერილობითი განმარტება):
    • მიმდინარე დარიცხვა (დამერიცხა მეტი, დამერიცხა ნაკლები, დაანგარიშდა არასწორი ტარიფით, ქსელური მომსახურების საფასურის დარიცხვაზე);
    • დეპოზიტის დარიცხვა;
    • არ დარიცხვა.
  • დააფიქსიროთ მომარაგების პრობლემა:
    • მაღალი ძაბვა/წნევა;
    • დაბალი ძაბვა/წნევა;
    • ძაბვის ციმციმი;
    • წნევის ცვალებადობა;
    • ხშირი წყვეტა;
    • სასმელი წყლის ხარისხი.
  • მრიცხველი ჩვენება დააფიქსიროთ;
  • ავარიული წყვეტა დააფიქსიროთ ოპერატიული რეაგირებისთვის;
  • დაამატოთ ტელეფონის ნომერი სასურველ აბონენტზე.
  • *303#-ით პრობლემის დაფიქსირებისას, ერთი საათის განმავლობაში სმს-ით მიიღებთ განაცხადის რეგისტრაციის ნომერს, კომუნალური საწარმოს რეაგირების პროცესი კონტროლდება კომისიის მიერ.
  • თუ *303#-ის მეშვეობით დაფიქსირებულ პრობლემაზე კომუნალური საწარმო მხრიდან არ მოხდება სათანადო რეაგირება, განაცხადით მიმართეთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org-ზე, განაცხადის ტიპური ფორმები: განაცხადი.
  • *303# მომსახურება არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას და ინტერნეტთან წვდომას;
  • *303# მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის;
  • *303# მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ხშირად დასმული კითხვები

ინსტრუქცია:

ვიდეო ინსტრუქცია:

ინსტრუქცია:

ვიდეო ინსტრუქცია:

ინსტრუქცია:

ვიდეო ინსტრუქცია:

 

 

ჩვენი პარტნიორები: